LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში პოპულარული სერიალის „ემილი პარიზში“ მიხედვით ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნა

130
145

ტურისტული კომპანია საფრანგეთის დედაქალაქში ჩასულ მოგზაურებს უნიკალურ 5-დღიან ტურს სთავაზობს. ეს ტური პოპულარული სერიალის „ემილი პარიზში-ს“ მთავარი გმირის ცხოვრებაზეა აგებული.

აღნიშნული მარშრუტი Netflix-ის ხელმძღვანელობამ სრულად მოიწონა და ოფიციალური დასტურიც გასცა.

ექსკურსიებს პროფესიონალი გიდები გაუძღვებიან, როგორც ფრანგულ ასევე ინგლისურ ენაზე. ზოგჯერ გიდებად სპეციალურ სტუმრებსაც მოიწვევენ, ისეთებს რომლებიც მსოფლიოში მოდისა და შოუბიზნესის დამსახურებით არიან ცნობილი.

ტურის მონაწილეებს ელოდებათ მასტერკლასები ცხობასა და კოქტეილების მომზადებაში, ექსკურსიები სერიალის კულისებში, ემილის საყვარელ ადგილებში გასეირნება და ა.შ.

უნიკალური გამოცდილების ღირებულება 2 400 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები