საფრანგეთში, მუსლიმი მამაკაცი 19 წლის გოგოს თავს დაესხა და დანით 3 – ჯერ დაჭრა. გოგონას 2 ჭრილობა მაჯაზე და 1 მუცელში აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,
როგორც უცხოური მედია წერს, თავდამსხმელმა ეს რამადანის პერიოდში “მსხვერპლშეწირვის” გამო გააკეთა.
როგორც ბრალდებული, 32 წლის მამაკაცი პოლიციასთან საუბარში აცხადებს, მას ხმები ჩაესმის, რომელიც მძიმე მარხვის პერიოდში მსხვერპლშეწირვისკენ მოუწოდებს.
უცხოური მედიის ცნობით, თავდამსხმელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს