ევროპაში პირველი მოხუცი სპილოების თავშესაფარი საფრანგეთში გაიხსნა. 28 ჰექტრის მასშტაბის ტერიტორიაზე შეიფარებენ იმ ცხოველებს, რომლებიც წარსულში ცირკში მოღვაწეობდნენ.
უნიკალური სახლის პირველი ბინადარი 52 წლის სპილო განდი გახდა, განდი წარსულში ანტვერპენში (ბელგიაში) ცხოვრობდა და წლების განმავლობაში სცენაზე გამოდიოდა.
სპილოების სახლი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში გაიხსნა. რეგიონში ცხოველებისთვის იდეალური კლიმატია, არც ძალიან ცხელა და არც ცივა.
მოხუცებულთა თავშესაფარი დამთვალიერებლებსაც მიიღებს, მაგალითად სკოლის მოსწავლეებს. თუმცა, ცხოველების შეთვალიერება მხოლოდ შორიდან იქნება ნებადართული, რათა მათი სიმშვიდე არ დაირღვეს.
ამასობაში კი ცხოველების გამოყენებაზე სულ უფრო მეტი ცირკი ამბობს უარს, მაგალითად საფრანგეთში ეს კანონი ძალაში 2023 წლიდან შევა. შესაბამისად, ცხოველებს მომავალი წლებისთვის საცხოვრებელი დასჭირდებათ. სპილოების თავშესაფარს 10-მდე ბინადრის მიღება შეეძლება.