საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმ კვლევის შესახებ, რომელიც 25 000 ადამიანს შორის ჩატარდა საფრანგეთში და საინტერესო შედეგები აჩვენა, რომელსაც სტატუსში მიმოიხილავს.
„საფრანგეთში ეპიდემიოლოგებმა დეტალურად გამოკითხეს კოვიდ-19-ით დაავადებული 25000 ადამიან… საინტერესო შედეგებია.
ინფექციის გადადების ძირითადი ადგილი სახლი (ოჯახი) და კონკრეტულად კი, მეუღლე აღმოჩნდა.. ბავშვები ნაკლებად…
შემდეგ მოდის რესტორნები, ბარები, სპორტული დარბაზები… სამაგიეროდ, სავაჭრო ცენტრებში ნაკლებად ხდება დაავადება…
ყველაზე სარისკო სიტუაცია კი საჭმლის მიღება ყოფილა… ამის მიზეზი პირბადის მოხსნა, ახლო კონტაქტი და ალბათ უსაფრთხოების (ჰიგიენის) წესების ნაკლები დაცვა უნდა იყოს..
პირველი შედეგები პრესამ გამოაქვეყნა დღეს. სამეცნიერო სტატია არ გამოსულა ჯერ. და ბევრი bias აქვს კვლევას..
მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია ზოგი შედეგი…“