საფრანგეთში მცირე ბიზნესი წყლის, გაზისა და სინათლის გადასახადისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი გზაა, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში დააწესა.
„არც ერთი საწარმო არ უნდა გაჩერდეს, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მცირე ბიზნესია. არ უნდა შეწყვიტოს მუშაობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მთავრობა 300 მილიარდ ევროს გამოყოფს.
გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაადგილებაზე 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა. სატელევიზო მიმართვისას, ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ შინ და გარეთ მხოლოდ აუცილებელი აქტივობისთვის გავიდნენ.
შოკოლადის კორონავირუსი საფრანგეთიდან (ფოტო)
ინფექციას თურმე შთაგონებაც შესძლებია.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დამრღვევი ნებისმიერი მოქალაქე დაისჯება.
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 22 მარტს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გადაიდო.
ცნობისათვის, საფრანგეთში ერთ ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 1210- დან 6633-მდე გაიზარდა.
დაავადებით საფრანგეთში 148 ადამიანი გარდაიცვალა.