LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მამაკაცმა გამვლელებს ესროლა, დაჭრილია ხუთი ადამიანი

238725463

მამაკაცმა საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე, ქალაქ ბასტიაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი ერთ-ერთ შენობაში გამაგრდა, სადაც თავად ცხოვრობს. პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ოპერაცია დაიწყო.

სროლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილებს შორის ერთი პოლიციის ოფიცერია. სროლის მიზეზებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები