საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში ავტობუსის „გამაგრილებელ“ გაჩერებებს ტესტავენ. სიახლე წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენების გარეშე მუშაობს.
ამ გაჩერებებზე გაგრილების უძველეს ტექნოლოგიას დანერგავენ და სასურველ შედეგს ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით მიიღებენ. მაგალითად, კერამიკისა და შავი ქვისგან.
უფრო ზუსტად, ერთ-ერთი ასეთი გაჩერების მთავარი ელემენტი გახდება ფერადი კერამიკის თაღი, რომელსაც არაბული ქვეყნების უძველეს არქიტექტურაში ვხვდებით. ეს მასალა ბუნებრივ კონდიცირებას იწვევს. იგივე ეფექტი აქვს ხის თაღებსა და ცოცხალ მცენარეებს, რომელიც კონსტრუქციაში იქნება ჩაშენებული.