LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ფულს გადაუხდიან იმ მძღოლებს, ვინც პიკი საათის დროს მანქანას სახლში დატოვებს

131
45757

ლილიში (საფრანგეთში) მცხოვრებ ავტომფლობელებს 2-დან 80 ევრომდე ფულს გადაუხდიან იმ შემთხვევაში, თუკი ისინი პიკი საათის დროს მანქანით გადაადგილებაზე უარს იტყვიან, ამ გზით ქალაქი საცობებისგან გათავისუფლებას ვარაუდობს, წერს connexion France.

საწყის ეტაპზე ექსპერიმენტში 5 ათასი მძღოლი მიიღებს მონაწილეობას. მათ ადგილმდებარეობას 7:00 საათიდან 9:00 საათამდე, ასევე 16:30-დან 18:30 საათამდე GPS-ის მეშვეობით დააკვირდებიან. ავტომფლობელები ერთ მგზავრობაზე უარის თქმისთვის 2 ევროს მიიღებენ, 4 ევროს – მთელი დღის ავტომობილის გარეშე გატარებისთვის და 80 ევროს პიკი საათის დროს ავტომობილის სახლში დატოვებისთვის.

მერიის გამოთვლით გზებზე საცობები საგრძნობლად უნდა შემცირდეს, თუკი ექსპერიმენტის შედეგად ავტომფლობელთა 6% მაინც მანქანას სახლში დატოვებს.

გზებზე გაუვალობას სხვა ევროპული ქალაქებიც ებრძვიან. მაგალითად, ანალოგიური მიზნით ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 3 წლის წინ საერთოდ უფასო გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები