LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში დიზელზე და ბენზინზე მომუშავე ავტომანქანები აიკრძალება

91

საფრანგეთი გეგმავს, ქვეყანაში აკრძალოს ყველა სახის ტრანსპორტი, რომელიც დიზელზე, ან ბენზინზე მუშაობს, „ინდეფენდენთის“ ცნობით, ამის შესახებ გარემოს დაცვის ახალმა მინისტრმა განაცხადა.

2040 წლისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს.

ცვლილებებს  პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმა ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 2050 წლისთვის გამონაბოლქვისგან თავისუფალი უნდა იყოს.

ჰულოს თქმით, დაბალშემოსავლიანი ოჯახები მიღებენ ფულად თანხას, რისი საშუალებითაც, ისინი შეძლებენ, საკუთარი მანქანები ელექტრომობილებით შეცვალონ.

საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, გამონაბოლქვს თავი ელექტრომობილების საშუალებით დააღწიოს. ჰოლანდიისა და ნორვეგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის აღარ ეყოლებათ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები, გერმანია და ინდოეთი კი იმავე გეგმის შესრულებას 2030 წლისთვის გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები