LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ახალი ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობა დაიწყო

82

საფრანგეთში ახალი ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობა დაიწყო. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მთლიანობაში 5 ახალი მარშრუტის შექმნა იგეგმება და სამუშაოები 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ინოვაციური რკინიგზა ერთმანეთთან ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებს – მარსელსა და ნიცას, პარიზსა და ჰავრს, მონპელსა და პერპინიანს დააკავშირებს. გარდა ამისა, მატარებელი შარლ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრსამდეც ივლის, რაც ტურისტებს ყველაზე მეტად გაუხარდებათ. ჩქაროსნული მატარებელი გზაში დახარჯულ დროს ბევრად შეამცირებს და გადაადგილებას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ევროა გამოყოფილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები