Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საფრანგეთში 4000 ევროს გადაუხდიან ყველას, ვინც ავტომობილზე უარს იტყვის და ველოსიპედზე გადაჯდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში 4000 ევროს გადაუხდიან ყველას, ვინც ავტომობილზე უარს იტყვის და ველოსიპედზე გადაჯდება

41
iStock-Paris-xx

საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მატერიალურად წაახალისოს ის მოქალაქეები, ვინც ეკოლოგიურ ველოსიპედს აირჩევს და ავტომობილზე უარს იტყვის. ამის შესახებ ინფორმაციას Balkan green energy news ავრცელებს.

ვინც „ბინძურ“ კერძო ტრანსპორტზე უარს იტყვის, არც მეტი არც ნაკლები 4000 ევროს მიიღებს. თუმცა, თანხის მისაღებად გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. ამ გზით მთავრობას იმედი აქვს, რომ დაეწევა მეზობელ ქვეყნებს, სადაც ველოსიპედი ბევრად უფრო პოპულარულია.

ის მოქალაქეები, ვინც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში ცხოვრობენ, ხელისუფლებისგან სრულ 4000 ევროს მიიღებენ და ამ ფულის დახარჯვა როგორც ჩვეულებრივ ასევე ელექტრო-ველოსიპედზე შეეძლებათ. ხოლო მათთვის, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვთ, სუბსიდია ცოტა დაბალი იქნება.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გეგმავს, რომ პარიზი ველოსიპედისტთა ქალაქად გადააქციოს და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 250 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება. უახლოესი 5 წლის განმავლობაში ქალაქში 130 კილომეტრის სიგრძის ველო-ბილიკს დააგებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები