საფრანგეთი ღამით დაწესებულ კომენდანტის საათს ამსუბუქებს, ხოლო 19 მაისიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებს, ღია სივრცეებში ამოქმედების ნებართვას მისცემს.
ინფორმაციას სააგენტო France24 ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეზღუდვები იმის მიუხედავად შემსუბუქდება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე წინა ორი ლოკდაუნისას. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ადგილობრივი ბიზნესისა და საზოგადოების ზეწოლის ქვეშაა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ახალი გეგმის მიხედვი, 19 მაისიდან კომენდანტის საათი 21:00 საათამდე, ხოლო 23 ივნისიდან 23:00 საათამდე გადაიწევს. 30 ივნისიდან კი, სრულად გაუქმდება.
მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები 19 მაისიდან გაიხსნება. უცხოელ ტურისტებს, რომელთაც სპეციალური ჯანმრთელობის საშვი ექნებათ, 9 ივნისიდან შეძლებენ საფრანგეთში ვიზიტს.