დღეს დილით, საფრანგეთსა და შვეიცარიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ათი პირი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულები Telegram-ის მესენჯერის მეშვეობით შეტყობინებების გაცვლას ახდენდნენ, რაც საეჭვო გამონათქვამებს შეიცავდა.
თავის მხრივ, ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება, რომ პარიზის რეგიონში, ილ დე ფრანსსა და ზღვისპირა ალპების დეპარტამენტში, შვიდი პირი დააკავეს. სპეცოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ანტიტერორისტული დანაყოფის თანამშრომლები.