LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო – ლე პენსა და მაკრონს შორის ვის აქვს მეტი შანსი

75

საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთში ხმების უმეტესობა მიიღეს ემანუელ მაკრონმა და მარინ ლე პენმა. წინასწარი მონაცემებით, მაკრონს ამომრჩეველთა 23%-ზე მეტმა მისცა ხმა, მარინ ლე პენს კი მხარი დაახლოებით 22%-მა დაუჭირა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს დაინიშნა.პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ გამარჯვებას საბოლოოდ ემანუელ მაკრონი მოიპოვებს. მხარდაჭერა მის მიმართ უკვე გამოხატეს პირველ ტურში დამარცხებულმა კანდიდატებმა, მათ შორის რესპუბლიკელმა ფრანსუა ფიიონმა და მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ბენუა ამონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები