ფრანგულმა ავიაციამ სირიაში, ქალაქ რაქაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ახალი დარტყმები განახორციელა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურებულია სამეთაურო პუნქტი და ჯიჰადისტების საწვრთნელი ბანაკი. “ისლამური სახელმწიფოს” “დედაქალაქი” რაქა საფრანგეთის ავიაციამ გუშინაც დაბომბა.
პარიზის ტერაქტების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ISIS-ის პოზიციების დაბომბვას კვლავ გააგრძელებს.