LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სირიაში დასახული მიზანი მიღწეულია

77

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სირიაზე დარტყმების მეორე ფაზა არ იქნება, ვინაიდან მიზანი მიღწეულია.

„არ არსებობს პირველი ფაზა, არსებობს მხოლოდ ერთი ფაზა. დასახული მიზანი მიღწეულია. სამიზნეებს ბაშარ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის მარაგები წარმოადგენდა“, – განაცხადა ლე დრიანმა ტელეარხ BFMTV-ს ეთერში.

მისივე თქმით, თუ წითელი ხაზები კვლავ იქნება გადაკვეთილი, არაა გამორიცხული, რომ ახალი ჩარევა გახდეს საჭირო. „თუმცა მე ვფიქრობ, რომ გაკვეთილი ათვისებულია“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.