LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის პოლიციამ მძლავრი სპორტქარების სერია შეუკვეთა

31
francauto

საფრანგეთის პოლიციამ 26 სპორტქარი Alpine A110 შეუკვეთა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ტენდერი კონცერნმა Renault-მა მოიგო – ძალოვან სტრუქტურასა და ავტომწარმოებელს შორის კონტრაქტი 4 წელი იმოქმედებს. სპორტქარები პოლიციას საიდუმლო სპეც-ოპერაციების ჩასატარებლად დასჭირდება.

Alpine A110 – მსუბუქი და კომპაქტური საშუალო ძრავიანი სპორტქარია, რომელიც ჟანდარმერიას წარსულშიც გამოუყენებია.

სამსახურებრივი Alipne A110-ის ვიზუალი არ გასაჯაროვდება და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირველ ორ სპორტქარს პოლიციას წლის ბოლომდე გადასცემენ. სპეციალურ ეგზემპლარებს პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემებითა და სხვა ოფციებით აღჭურავენ.

ჟანდარმერია მცირე ქალაქებისა და სოფლების უსაფრთხოებაზეცაა პასუხისმგებელი, ამიტომ Alpine-ს სპორტქარები მხოლოდ მეგაპოლისებში არ იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები