LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონობა ”სტად დე ფრანსზე” აღნიშნა (ვიდეო)

45

მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა გუშინ ერთა ლიგის ეგიდით პირველი საშინაო მატჩი გამართა მას შემდეგ,რაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ფრანგებმა ”სტად დე ფრანსზე” ჰოლანდიას უმასპინძლეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა,დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება გულშემატკივართან ერთად იზეიმეს.

საფრანგეთი 1998 წლის შემდეგ,ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიო პირველობის გამარჯვებული. 2018 წლის მუნდიალის ფინალში ”მამლებმა” ხორვატია 4:2 დაამარცხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები