Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საფრანგეთის ფართობის ამაზონის ტყეა დამწვარი – დღის ფოტო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ფართობის ამაზონის ტყეა დამწვარი – დღის ფოტო

760
XzUt5qFete

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა. მასშტაბური კერები დაახლოებით იმ ფართობისაა, რაც საფრანგეთის სახელმწიფო. შესაბამისი ფოტო-შედარება Google-ში ვრცელდება. ამაზონის ტროპიკული ტყის ფოტო სატელიტითაა გადაღებული.

ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს შეიცავს, რადგან ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა.

მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სტიქიის ზონისგან შორს მდებარე პუნქტებში დაკვამლიანება დაიწყო.[related_news id=”237446″ align=”right”]

მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები