საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა.
კითხვაზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პოზიციებზე გერმანიისა და საფრანგეთის კრიტიკას ეხებოდა, მაკრონმა Ouest-France-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ გერმანია და საფრანგეთი ძალიან კოორდინირებულები არიან.
“პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და მე სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევი. ჩვენ (გერმანია და საფრანგეთი) ძალიან კოორდინირებულები ვართ. ამ თემაზე კანცლერ შოლცს გუშინწინ ვესაუბრე. [უკრაინას] კვლავ ვაწვდით მნიშვნელოვან აღჭურვილობას, დაწყებული MILAN-იდან, დამთავრებული CAESAR-ებითა და იარაღის სხვადასხვა ტიპებით. მგონია, რომ ამ გზით სვლა უნდა განვაგრძოთ, წითელი ხაზის გათვალისწინებით, რომელი არის ის, რომ ომში არ ჩავერთოთ”. – თქვა მაკრონმა.
Ouest-France-ის ცნობით, უკრაინისთვის გასაგზავნად საფრანგეთის თავდაცვის მარაგიდან 12 CAESAR-ის ტიპის დანადგარი იქნება გამოყენებული. აღნიშნულ დანადგარს 40კმ-ის მანძილზე 155 მმ-იანი ჭურვების გაშვება წუთში ექვსიდან რვა გასროლის სიჩქარით შეუძლია.