LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკით ევროპაში პირველ ადგილზეა

95
საფრანგეთი

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 35 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 865 538-მდე გაიზარდა

სააგენტო Reuters-ის ცნობით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთმა რუსეთს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის რეგიონში პირველ ადგილზეა

საფრანგეთში კოვიდ 19-ს კიდევ 328 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 42 535-ს მიაღწია.

საფრანგეთში თითქმის ორი კვირაა საყოველთაო კარანტინია დაწესებული. დახურულია რესტორნები, კაფეები და ის მაღაზიები, სადაც აუცილებელი მოხმარების პროდუქტები არ იყიდება.