LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი იქ ჩასულ ტურისტებს უფასო COVID-ტესტირებას შესთავაზებს

63
A-doctor-carrying-out-a-Covid-19-PCR-test

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტურისტული ბიზნესის განახლების მიზნით, ახალი ინიციატივა შეიმუშავა. კერძოდ, როგორც საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში – კლემენტ ბონმა განაცხადა, უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ამ ზაფხულს ქვეყანას ეწვევიან, შესაძლებლობა ექნებათ COVID-19-ზე უფასო ტესტი გაიკეთონ. საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ უფასო ტესტირება ხელს შეუწყობს უსაფრთხო მოგზაურობას.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტურისტებისთვის მსგავსი შეთავაზება აქვს. ევროპის სხვა ქვეყნებში კი COVID-ზე ტესტირება კვლავ ფასიანია. მაგალითისთვის, ესპანეთში ტესტის ღირებულება 120 ევროა, 100 ფუნტი დიდ ბრიტანეთში, 300 ევრო კი – შვედეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები