LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტი 500 ლარამდე გაიზარდება

365
amanati

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, საფოსტო გზავნილებზე განბაჟების დღეს არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ, საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

როგორც ინიციატივის ავტორმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, ხელისუფლებამ არ უნდა აიძულოს მოქალაქეები საერთოდ არ გამოიწერონ, ან ძალიან ძვირად გამოიწერონ პირადი მოხმარების ნივთები.

„საფოსტო გზავნილების სამასლარიანი ზღვარი, რაც დღეს არსებობს, თავის დროზე დადგენილი იქნა ლარის ბევრად უფრო მყარი კურსის დროს. ლარის გაუფასურების შემდეგ, ფაქტობრივად შუეძლებელი გახდა ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ამა თუ იმ ნივთის გამოწერა ინტერნეტიდან, ვინაიდან ყველაფრის განბაჟება ხდებოდა აუცილებელი. ჩვენ ადრეც გვქონდა ეს ინიციატივა, რომელიც ჩააგდეს. დღეს ცალკე გამოვიტანეთ ინიციატივა, რომ 300 ლარი გაიზარდოს 500 ლარამდე. ზოგადად, ჩვენ მომხრე ვართ, რომ 600-700 ლარამდე გაიზარდოს. მთავარია რომ კომპრომისი შედგეს და გავუადვილოთ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება“, – განაცხადა კანდელაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები