LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

118
ბიუჯეტი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტი 5,2%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებითაა დაგეგმილი, ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 2,5%-ის ოდენობით, ხოლო ვალის მოცულობა პროგნოზირებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 38,2%-ს ოდენობით.

„ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24,161.2 მლნ ლარია, საიდანაც მესამედზე მეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებზე დაიხარჯება და აღნიშნული თანხა 7 735,0 მლნ ლარს შეადგენს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებების მოცულობა 2024 წლის ბიუჯეტში შემდეგია: საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 82 586,5 ლარი; ფინანსთა სამინისტრო – 114 000,0 ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 646 000,0 ლარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3 350 850,0 ლარი; იუსტიციის სამინისტრო – 400 000, 0 ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 187 500 , 0 ლარი; თავდაცვის სამინისტრო – 1 370 000, 0 ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1 210 000, 0 ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 685 000, 0 ლარი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 2 340 000, 0 ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 460 000, 0 ლარი.

2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.