LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფეხმავლო ხიდი ზოოპარკამდე, მედიათეკა, განახლებული ჭავჭავაძე – კალაძე თბილისის ახალ გეგმებს აანონსებს

314
97996649-4057888164251728-3230024369635852288-o

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ქალაქის განახლების პროცესში.

 კახა კალაძის განცხადებით, მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი მოეწყობა. 

„მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს და მერიის ყველა სამსახურს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ულამაზესი სივრცე გამოდის ქალაქში. სტიქიის შედეგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ამ მონაკვეთზე. ძალიან მალე ქალაქს ექნება განახლებული მზიურის პარკი, რომელიც ულამაზესია და ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მარტო მათთვის.

ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვამუშავებთ მედიათეკის პროექტსაც. ასევე ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე გადასასვლელი ხიდი მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ, ამაზე დაწყებულია მუშაობა. მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელსაც შევთავაზებთ მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირის განახლების დასკვნით ეტაპზე. მისი თქმით, 3 კილომეტრიანი მონაკვეთის განახლება ძალიან მალე დამთავრდება.

„ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის განახლების სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ხვალიდან უკვე დაიწყება ასფალტის ბოლო ფენებით მოწყობა. პირველი მონაკვეთია ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე, სადაც საკომუნიკაციო ჭების თავები ყველა გამზადებულია იმისთვის, რომ ასფატის ბოლო ფენების დაგება მოხდეს. ეს სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულებული იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები