LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ვიზიტორებს შორის კვლავ რუსები ლიდერობენ – კიდევ ვინ სტუმრობს საქართველოს

137
ტურისტები

ნოემბერში საქართველოში 108 247 რუსი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 362%-ითაა გაზრდილი. საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა რუსეთი ლიდერობს.

TOP 10 ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით შემდეგია:

რუსეთი – 108 247 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 362.1%);
თურქეთი – 101 940 ვიზიტორი (ზრდა 212.9%);
სომხეთი – 71 785 ვიზიტორი (ზრდა 272.1%);
საქართველო (არარეზიდენტი) – 25 932 ვიზიტორი (ზრდა 71.1%);
ისრაელი – 15 386 ვიზიტორი (ზრდა 27.9%);
უკრაინა – 13 631 ვიზიტორი (ზრდა 56.7%);
აზერბაიჯანი – 12 419 ვიზიტორი (ზრდა 54%);
ბელარუსი – 6 675 ვიზიტორი (ზრდა 142.9%);
ირანი – 6 508 ვიზიტორი (ზრდა 121%);
ყაზახეთი – 6 253 ვიზიტორი (ზრდა 21.5%).