Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი იზიარებს იმ რისკებს, რასაც ჩვენ ვხედავთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი იზიარებს იმ რისკებს, რასაც ჩვენ ვხედავთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით”

133

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სესხების დიდი ნაწილი არ არის ვადაგასული, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ გვაქვს ჭარბვალიანობის რისკი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პრობლემური ვალები ნაკლებია. მამუკა ბახტაძის თქმით, სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ინიციატივებს, რომელიც ქვეყანაში ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ემსახურება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს ჩვენს და ეროვნული ბანკის ინიციატივებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, იზიარებს იმ რისკებს, რასაც ჩვენ ვხედავთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სესხების დიდი ნაწილი არ არის ვადაგასული, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ გვაქვს ჭარბვალიანობის რისკი. ეს რისკი ქვეყანაში გვაქვს და ამაზე საუბრობს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი თავის დასკვნაში, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები