პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოუწოდებენ, რადგან ისინი სანქციების დაწესებას არ ემხრობიან“.
ხვიჩიას თქმით, „ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, თუ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოზე ხელს ჩაიქნევენ და აქედან წავლენ“.
„ზოგადად არ ვართ სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ და საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ შეიძლება ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და აქედან პარტნიორები საერთოდ წავიდნენ. ამას ჯობია ყველაფერი. ამას ჯობია, რომ „ქართლი ოცნების“ ყველა წევრს დაუწესონ სანქციები“, – განაცხადა ხვიჩიამ.