LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საექსპორტო ქართული კომპანიებისთვის ინგლისურენოვანი კატალოგი მზადდება

93

მოძრაობა KAR.GE საექსპორტო KAR.GE-ის კატალოგზე მუშაობას იწყებს. როგორც ”ფორტუნას” KAR.GE-იდან აცნობეს, მათი მიზანია ბეჭდურ და ინტერნეტ საექსპორტო KAR.GE-ის კატალოგებში გაერთიანდეს ყველა გამორჩეული ქართული კომპანია, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ქმნის და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან ერთად, ექსპორტიც აინტერესებს.

მათივე ინფორმაციით, ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური KAR.GE კატალოგი იქნება 120 გვერდამდე. გავრცელდება ექსპორტიორებში, საქართველოს საელჩოებში მსოფლიოში, უცხოურ საელჩოებში საქართველოში, მთავრობაში, პარლამენტში, კომპანიებში, ასოციაციებში, ინვესტორთა წრეებში, ტურისტულ ცენტრებში და ა.შ.

”გაახლებული ორენოვანი ინტერნეტ KAR.GE კატალოგი კი დაიდება http://kar.ge ვებსაიტზე, სადაც მას მილიონობით სტუმარი ნახავს. ეს იქნება საქართველოში ერთადერთი სრულფასოვანი ქართულ-ინგლისურენოვანი საექსპორტო კატალოგი, რომელიც გააერთიანებს მხოლოდ ქართულ წარმოებებს, ბრენდებს, პროდუქციას, დისტრიბუტორებს, სავაჭრო ობიექტებს და B2B მომსახურების მიმწოდებლებს თავისი სურათებით და ტექსტებით. პრეზენტაცია მარტის მეორე ნახევარში გაიმართება”, – აღნიშნეს მოძრაობაში.

მათივე ცნობით, კომპანიების მიერ რეგისტრაციის და საჭირო მონაცემების [ტექსტები ქართულ / ინგლისურ ენებზე და სურათები] მოწოდების ბოლო ვადაა – 2017 წლის 10 თებერვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები