საექსპორტო ბაზრებზე ქართულ მანდარინზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ ,,ფორტუნას“ ხილის ექსპორტიორი კომპანიის „ფრუტილიას“
ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა.
ბეჟიტაშვილის თქმით, ქართულ მანდარინზე ყველზე დიდი მოთხოვნა რუსეთში იყო და წელს კლება შეინიშნება. ამის მიზეზი კი გაზრდილი
კონკურენციაა.
,,ქართულ მანდარინს რუსეთში ბევრი კონკურენტი ყავს. იქ ბაზარი გაჯერებულია ჩინეთიდან, თურქეთიდან და პაკისტანიდან შემოტანილი
მანდარინით. მათი პროდუქცია მაღალი ხარისხისაა და იაფია, ’’- განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
„ფრუტილიას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში საექსპორტო კომპანიებს რთულ ვითარებაში უხდება მუშაობა.
,,ჩვენთან ყველაფერს ექსპორტიორი და ფერმერი აკეთებს. ძალიან ძვირია პროდუქციის შეფუთვა, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკური
საკითხების მოგვარება და რაც მთავარია, პროდუქციის ტრანსპორტირება’’- აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.