საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სოციალურ ქსელში ლეკვების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი მზრუნველ პატრონს ეძებენ.
მისივე თქმით, მანამდე მიუსაფარ ლეკვებზე საელჩოს თანამშრომლები იზრუნებენ.
“ეს ლეკვები დიღომში ვიპოვეთ. საელჩოს თანამშრომლებმა ისინი შეიფარეს, მათზე იზრუნებენ და მოსიყვარულე ოჯახს მოუძებნიან”. – ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს Facebook გვერდზე.