საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით, დღეს საქართველოში უკრაინის 4000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.
მისივე თქმით, არ წყდება ჰუმანიტარული დახმარებები კერძო პირებისა და ბიზნესებისგან. ამასთან, არსებობს ასევე დახმარების პუნქტები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებაშია შექმნილი.
„ ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის 4100 უკრაინის მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. უკრაინელები საქართველოში ჩამოდიან 24 თებერვლის შემდეგ, რისი მთავარი მიზეზიც უკრაინის ტერიტორიაზევე შემოსული აგრესორი და რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე ბარბაროსული თავდასხმაა“, – ამბობს კასიანოვი.
როგორც კასიანოვი აღნიშნავს, საელჩო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი – თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან და სხვა.