თბილისის ”ლოკომოტივის” ინფორმაციით, გუშინ ჩაშლილი მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს.
სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბი განცხადებას ავრცელებს.
“ლოკომოტივისა” და ”ტორპედოს” მატჩი მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით 85-ე წუთზე შეწყდა. ამ დროისთვის ანგარიში 2:0 იყო. ჩვენი გუნდი მეტოქეს ირაკლი სიხარულიძის დუბლით ამარცხებდა. მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს”, – ნათქვამია ”ლოკომოტივის” განცხადებაში.
სტადიონზე ერთმანეთს ქუთაისის ”ტორპედოსა” და თბილისის ლოკომოტივის” ფეხბურთელები ეთამაშებოდნენ, როდესაც გულშემატკივრებიდან ერთმა მოქალაქემ სტადიონზე მაშხალა ისროლა.
ინციდენტს გულშემატკივრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. მატჩი შეწყდა, ხოლო სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა მოახერხეს.