LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადგურის მოედანზე ბაზრობაზე ხანძარია

456
20190214-123043

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „თერგში“ გაჩნდა.

ღია ცეცხლი ცენტრის ტერიტორიის მეორე სართულზეა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობს, დამატებითი ძალები კი ადგილისკენ მიემართება.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრში ბოლო წლებში ხანძარი ჩნდება. ყველაზე მასშტაბური იყო “ბავშვთა სამყაროს” ხანძარი, რომლის შედეგად, ცენტრი საერთოდ გაქრა. ბოლოს კი ხანძარი “ქალაქის გულში” გაჩნდა.

ცეცხლის გაჩენის ძირითად მიზეზად ძირითადად, ელექტროგაყვანილობა სახელდება ხოლმე.

“შარშანაც რომ ცეცხლი გაჩნდა, დღემდე პასუხისმგებელი არავინ არის” – “ქალაქის გულის” მოვაჭრე

“70 000-ის საქონელი მქონდა, არაფერი გადარჩა,” – დაზარალებული მოვაჭრეები “ფორტუნასთან” საუბრობენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები