LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადღესასწაულო ფასდაკლება და საქველმოქმედო აქცია- ”ისი-პარი” მამაკაცების დღეს აღნიშნავს

1189

სადღესასწაულო ფასდაკლება და საქველმოქმედო აქცია- ”ისი-პარი” მამაკაცების დღეს აღნიშნავს. 15 ივნისიდან 21- ივნისის ჩათვლით, პარფიუმერული კომპანიის მაღაზიათა ქსელში ფასდაკლების აქცია იმოქმედებს. ხოლო 18 ივნისს – „მამების საერთაშორისო დღეს“ მამაკაცებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზებია: ყველა მამაკაცს ნებისმიერ შენაძენზე გადაეცემა საჩუქრები „ისი-პარისგან“ და მისი მეგობარი კომპანიებისგან: „თეგეტა მოტორსი“, „კურორტი საირმე“, „ელიტ ელექტრონიქსი“, “ავტოსამრეცხაოების ქსელი PELICAN “.

რაც შეეხება აქციის დეტალებს, როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ფასდაკლება გავრცელდება ”ისი-პარის” ქსელში არსებულ ყველა პროდუქციაზე, თუმცა განსაკუთრებულად მაღალი ფასდაკლება იქნება მამაკაცების ხაზზე.

”იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონების დღეები უფრო ხშირად აღინიშნება და ჩვენი კომპანიაც მუდმივად ანებივრებს მათ ფასდაკლებებითა და საჩუქრებით, გადავწყვიტეთ, ამჯერად მამკაკაცებსაც მივხედოთ. მოგეხსენებათ, მამების და ზოგადად, მამაკაცების დღე უკვე მრავალი წელია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აღინიშნება. უკვე მესამე წელია, რაც ამ დღეს ”ისი-პარიც” შეუერთდა. გარდა იმისა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენთან მობრძანებული ნებისმიერი მამაკაცი მიიღებს სასურველ პროდუქციაზე ფასდაკლებას, 18 ივნისს მას გადაეცემა საჩუქრებიც. უფრო კონკრეტულად, ჩვენს ფილიალებში განთავსებული ნატვრის ხიდან ის შეძლებს, თავად ჩამოხსნას შეფუთული საჩუქარი, რომელსაც ჩვენ მას გადავცემთ. ამასთან, ნებისმიერ საჩუქარზე მყიდველს გადაეცემა ჩვენი მეგობარი კომპანიების ვაუჩერებიც”, – აღნიშნა შამუგიამ.

მისი თქმით, აღნიშნული საჩუქრებისა და ფასდაკლების მიღებას არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალბატონებიც შეძლებენ. ისინი, ვინც პროდუქციას მამაკაცის ხაზიდან შეიძენენ.

ამასთან, როგორც ხატია შამუგია ამბობს, კომპანიას მამაკაცებისთვის პროდუქციის კუთხითაც უამრავი სიახლე აქვს. ”ზაფხულის პერიოდია, ამიტომ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება: გვაქვს ახალი პროდუქცია გაპარსვის შემდეგ თავის მოვლის საშუალებების კუთხით, ტანის ლოსიონები, ახალი გრილი არომატი სუნამოები და სხვა”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, ფასდაკლების აქცია საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს. 4 დღის განმავლობაში 16-დან 20 ივნისის ჩათვლით, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ”ისი-პარი”-ში შენაძენს გააკეთებს , ავტომატურად ქველმოქმედი ხდება.

”ამ 4 დღის განმავლობაში ნებისმიერი შენაძენიდან 1 ლარი გადაირიცხება 10 წლის უნიჭიერესი დათუნა ზარდიაშვილისთვის, რომელსაც 92 დიპლომი და 32 ოლიმპიადა აქვს მოგებული. დათუნა სოციალურად დაუცველია და ის მარტო დედასთან იზრდება, რომელიც სამწუხაროდ უმუშევარია. დათუნამ ლონდონის საზაფხულო სკოლაში კურსები მოიგო და თავის ტოლებში ყველაზე ,მაღალი ქულა აიღო, მას სწორედ სწავლის გასაღრმავებლად თანხა ესაჭიროება. ამ 4 დღის განმავლობაში თქვენი ნებისმიერი შენაძენიდან 1 ლარი დათუნასია”, – აღნიშნა ხატია შამუგიამ.

შეგახსენებთ, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები