საქართველოში, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ალკოჰოლითა და კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა.
როგორც “ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, 2-დან 4-მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა, აქედან ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი.
აღნიშნული შემთხვევები ასე გადანაწილდა:
თბილისი ალკოჰოლით ინტოქსიკაცია მიიღო 281 პაციენტმა, 226-ის შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია.
საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას მიმართა 504-მა ადამიანმა, აქედან 432 შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია.
რაც შეეხება კვებით ინტოქსიკაციას, 2-4 მაისის ჩათვლით, კვებითი ინტოქსიკაცია მიიღო 411-მა პირმა, აქედან ჰოსპიტალიზირებულია 194 ადამიანი.
თბილისში კვებითი ინტოქსიკაციით დახმარება გამოიძახა 121-მა პირმა, ჰოსპიტალიზაცია დასწირდა 27 ადამიანს.
საქართველოს სხვა რეგიონებში 290 პაციენტმა მიიღო აღნიშნული ინტოქსიკაცია, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 167 პირს.