LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადეზინფექციო ხსნარებს აწერენ ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც სინამდვილეში არ გააჩნია“ – სპეციალისტის რჩევა, როგორ შევარჩიოთ ანტისეპტიკები

499
levan-sherozia-newsss

რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა სადეზინფექციო ხსნარის შეძენისას, რამდენ ხანს ძლებს ხსნარი ხელებზე და რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ის – ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში სადისტრიბუციო კომპანია „ბიოლენდის“ მფლობელმა, ლევან  შეროზიამ ისაუბრა, რომელიც მრავალი წელია დაკავებულია ევროპული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სადეზინფექციო საშუალებების ინპორტით და დისტრიბუციით.

„დღეს მსოფლიოში გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შეიქმნა სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტი. კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ ადგილობრივ მოთხოვნებს, საუბარია ხელისა და ზედაპირების დასამუშავებელ სადეზინფექციო ხსნარებზე. თუ მომხმარებელს სურს აქცენტი გააკეთოს ხარისხზე, უნდა აირჩიოს  ევროპული და საერთაშორისო აღიარებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. ჩემი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაერთ სადეზინფექციო საშუალების კომპანიებში ვარ ნამყოფი მსოფლიოს მასშტაბით და გავლილი მაქვს უამრავი ტრენინგი. ამიტომ, მინდა მოსახლეობა მაქსიმალურად იყო დაცული არჩევნის გაკეთებისას. მთავარი მახასიათებელი არის არატოქსიურობა, ხსნარი არ უნდა იყოს ალერგიული, არ უნდა აშრობდეს და არ არღვევდეს კანის მთლიანობას, რადგან შემდეგ წარმოქნილი ნახეთქები და ნასკდომები კანზე არ გახდეს ინფიცირების წყარო. ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული, რომ ხელის ანტისეპტიკური საშუალების გამოყენება დასაშვებია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ის თავსებადი უნდა იყოს სხვადასხვა სახის ზედაპირებთან, უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და უნდა მიეკუთვნებოდეს მეოთხე და მუხეთე კლასის პრეპარატებს.

დღევანდელ რეალობაში „ბიბისი“ და „სიენენიც“ აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ სხვა ქვეყნებშიც მომრავლდა ფალსიფიცირებული სადეზინფექციო საშუალებები. სამწუხაროდ, საქართველოშიც იგივე სიტუაციაა. ფალსიფიკატორები სადეზინფექციო საშუალებებს წარმატებით აყალბებენ.  აწერენ ისეთ თვისებებსა და მახასიათებლებს, რომლებიც სინამდვილეში არ გააჩნია. ადამიანს, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია, ადვილად დაიჯერებს და შევა შეცდომაში, ცხადია დაეყრდნობა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. მაგალითად ეტიკეტზე ხშირად აღნიშნული აქვთ მიკრობოილოგიური აქტოვობა, რომ პროდუქტი არის ბაქტერიოციდული, ვირუციდული, მიკრობაქტერიოციდული და სპოროციდული. ასევე უთითებენ  არასწორ ვარგისიანობის ვადასაც. საქართველოში რეგისტრაციისას არ კეთდება ანალიზი მის ვირუციდულ, პინპიციდურ და მიკრობაქტერიოციდულ აქტივობებზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში კეთდება ანალიზი მხოლოდ ბაქტერიებზე. არავის აქვს უფლება, მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში.

ბაზარზე არსებული საშუალებები არის ორნაირი. ერთი გახლავთ ქლორშემცველი, რომელსაც ამზადებენ მარილისა და წყლის ნაზავით. დაბალკონცენტრირებული ქლორიანი წყალი თავის ფუნქციას კარგავს რამდენიმე დღეში და სტაბილურობით არ გამოირჩევა. როდესაც ასეთ ხსნას აწერენ, რომ ის 100 პროცენტინი ბუნებრივი პროდუქტისგანაა დამზადებული, მინდა ვიკითხო, რომელია ბუნებრივი პროდუქტი, ქლორი? მეორე შმთხვევაში ყიდულობენ კონცენტრანტებს, აზავებენ ამ საშუალებებს, რომელიც ასევე არ გამოირჩევა სტაბილურობით. ისინი მაქსიმუმ 5-დან 14 დღემდეა ვარგისი. ამ დროს კი, აწერია, რომ ვადა აქვს 1 წლიდან 2 წლამდე.

რაც ყველაზე მთავარია და მინდა, რომ მოსახლეობამ იცოდეს, სანამ პანდემია გამოცხადდებოდა, იქამდე ეს სადეზინფექციო ხსნარები ღირდა 20 თეთრი, დღეს კი, 25 ლარი ღირს. ჩემი სიტყვების გადამოწმება თავისუფლად შეგიძლიათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები