დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს GEORGIAN BUS-ისა და OMNIBUS EXPRESS-ის ავტობუსებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველ 24 საათში ერთხელ უტარდებათ. კომპანიის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით და ქლორით ამუშავებენ ავტობუსების სალონებს.
აეროპორტი ოფიციალური გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება, ასევე დეზინფექცია უტარდება ყველა იმ კომერციულ ობიექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზებშია განთავსებული.