LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადამდე შეიძლება გამყარდეს ლარი – თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის პროგნოზი

507
ipiccy_image

სადამდე შეიძლება გამყარდეს ლარი – თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი პროგნოზს აკეთებს. ოთარ ნადარაიას თქმით, სავარაუდოდ, ლარი 2.8-მდე გამყარდება. საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

„ამაზე გავლენა ექნება ტურიზმს, თავისთავად გზავნილებს, ძლიერი ექსპორტის მაჩვენებელსაც. საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება თუ არ მოხდება, რაც ამ თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, ვფიქრობთ, დაახლოებით 2.8 არის ის ნიშნული, სადამდეც ლარი გამყარდება. შემდეგ უფრო ეროვნული ბანკის მხრიდან აქტიურ ინტერვენციებს განვიხილავთ, დოლარის შესყიდვის მიმართულებით”, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ “ბიზნესპარტნიორში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები