LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

114
სიგარეტი (2)

საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჰ.ო.-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 53 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.