2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ემიგრანტების მონაწილეობაზე საუბრისას, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველოს საელჩო არის, საარჩევნო ყუთები განთავსდება და არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ამას ევროპული ქვეყნები აკეთებენ.
„სადაც გვაქვს წარმომადგენლობა და საელჩო, ყველგან იქნება გახსნილი საარჩევნო ყუთები. ბოდიში თუ ვიღაცას „პადიეზდთან“, ან სამსახურთან ვერ დავუდგით ყუთები. არ არის ამის არც ვალდებულება და არც აუცილებლობა. როგორც სხვა ქვეყნები, ევროპული სახელმწიფოები ატარებენ თავისი მიგრანტებისთვის, ზუსტად ისე გავაკეთებთ ჩვენ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.