LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაც არ უნდა იყოს, დავიძრებით და “პრაიდს” არ ჩავატარებინებთ – ლევან ვასაძე შსს-სთან მივიდა

175
levan vasadze

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე ჯვრით ხელში მივიდა. ვასაძე ადგილზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

როგორც ვასაძემ განაცხადა, შსს-დან ვერის პარკში გადაინაცვლებენ, სადაც მათი მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

„არანაირი „პრაიდი“ საქართველოში არ ჩატარდება. რადგან იყო დაანონსებული, რომ ამ შენობასთან აპირებდნენ დღეს დილით შეკრებას, მოვედით. ჩვენ არ დავიღლებით და არასდროს დავიხევთ უკან. აქედან კი მივდივართ ვერის ბაღში. იქ მოვა ჩვენი უამრავი მხარდამჭერი. დაველოდებით „პრაიდის“ ადგილს და დროს, სადაც არ უნდა იყოს, დავიძრებით და არ ჩავატარებინებთ“, – აღნიშნა ვასაძემ.

„თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარშის“ ჩატარება ჯერ კიდევ 20 ივნისისთვის დაგეგმა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ის გადაიდო. მარშის ჩატარება დღეისთვის დაანონსდა, თუმცა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ის აღარ გაიმართება. მიუხედავად ამისა, პრაიდის მოწინაღმდეგე მოქალაქეები დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები