LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადაც არ უნდა გნახო მოღალატეს დაგიძახებ! ბედუკაძე ხარ ჩემ თვალში!“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ლალიაშვილს მიმართავს

740
BeFunky-collage (10) (1)

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ იმედის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ უავტორო ფილმს ეხმაურება და წერს, რომ იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ლალიაშვილია, ვინც მოამზადა ფილმი, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას.

“Nikoloz Laliashvili – ერთი წუთით გჯერა, რომ ქვეყნის სახელით მახინჯ პასკვილს გააკეთებ და ამ ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებ?! საჯაროდ გეუბნები რომ სადაც არ უნდა გნახო მოღალატეს დაგიძახებ! ვინმემ თუ ვერ გიცნო, იმათაც ვეტყვი ვინ ხარ სინამდვილეში?! იმედია, საჯარო სივრცეში ყოფნის უფლებას არ მოგცემენ! გამოგაგდებენ, შეგარცხვენენ’ გვირაბ-გვირაბ იარე რომ სადმე არ შემხვდე! ბედუკაძე ხარ ჩემ თვალში!

ეს არის ის, ვინც იმედზე ცნობილი ფილმი მოამზადა თემაზე, როგორ დავიწყეთ ომი ჩვენ და საწყალი რუსეთი, როგორ ვაიძულეთ მოქალაქეები დაეცვა

“ბავშვებო, ეს კაცი შევარდნაძის დროს, უშიშროების სამსახურის პრესცენტრში მუშაობდა. მაშინ უშიშროება პირდაპირ რუსეთიდან იმართებოდა. ამ კაცის მაშინდელი მინისტრი ახლაც მოსკოვში ცხოვრობს. იმედია ყველაფერი გასაგებია სიუჟეტთან და იმედდთან დაკავშირებით.

და კოლეგებო, ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ, მუშაობთ ტელევიზიაში რომელიც ამ კაცის მიერ იმართება. #ტეხავს”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ფილმი, სახელწოდებით “ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

“უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს…”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები