მსახიობისა და წამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გოგიჩას მეუღლე ნათია ბანძელაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„ამ დროს ჯერ კიდევ ის ჩვეულებრივი სასტიკი დროის ათვლა მიდიოდა, ჩვენით გაფერადებული ბედნიერებით, კი ასე იყო… ამას ორივე ერთად, ერთმანეთისთვის ვაკეთებდით. ჩვენ, ჩვენი სცენარით ვანვითარებდით მოვლენებს_ ერთმანეთისთვის… ასე იყო იმ ღამესაც …. მე გონებაში ექიმების შემოვლისთვის მათ ტექსტზე ვფიქრობდი, რომელსაც პატარა ბავშვებივით, ყოველ დილას შეუცდომლად იმეორებდნენ, იმიტომ რომ მათაც ასე უნდოდათ.
ასე გვინდოდა ყველას და ვერ გავიგე რატომ არ გამოგვივიდა ? გიოც ცდილობდა სახლში დაბრუნებას, ყოველ ჯერზე იკრებდა არარსებულ ძალებს და ისე მჯერა, რომ ამ ყველაფერს, ჩვენთვის უფრო აკეთებდა… იმ ღამის ყველა დეტალი ისევ ცოცხლად არის ჩემში, ხმა, მოძრაობა მისი მორიდებული ქცევა, თვალები, ჩემი კონტროლი …სუნთქვა… მისი სიმშვიდე …სიბნელე და სინათლის გარეშე გათენებული ამბავი… სად წავიდა თუ მაინც ასე სავსეა სამყარო მისით …. ვითვლიდი ყოველ გამარჯვებულ წამს და არც ახლა დავითვლი სხვა დროს იმიტომ. რომ არც არსად გამიშვია ! ჰოდა ასე იქნება თუ გადაწყვიტა რომ ახალ სამყაროს გააფერადებს მეც ასე ავითვლი, იქ გიო 2 წლის ხდება … ბევრი კარგი ხალხი ხართ მანდ და აბა თქვენ იცით ! მე უფრო მიყვარხარ ამ წელსაც “ – წერს ნათია ბანძელაძე.
შეგახსენებთ, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგიჩა მძიმე სენს ებრძოდა.