LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად წავა ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული თანხა – ფინანსთა მინისტრის განმარტება

92

ოპტიმიზაციის პროცესი თუ ვინმეს იმდაგვარად ესმის, რომ ეკონომიის შედეგად თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში წამოვა, ეს ასე არ იქნება – ხარჯები სამინისტროებში არ მცირდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

”რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ მოხდეს ზედნადებების და ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალური მინიმიზაცია, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები ამ უწყებებშივე დარჩეს და მოხმარდეს იმას, რომ მათ თავიანთი ფუნქციები შეასრულონ შენაარსობრივად. როგორ? მაგალითად, თუკი ეს არის გარემოს დაცვის მიმართულება, ეს თანხა ტყისმცველების რაოდენობის გაზრდას მოხმარდეს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, გამოთავისუფლებული თანხებით მოხდეს პატრულის უკეთ აღჭურვა და ასე შემდეგ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები