2023 დასასვენებლად საუკეთესო ქვეყანა კუბა გახდა. განსაკუთრებული დანიშნულებების სია საერთაშორისო პრემიის Traveller’s Choice Awards-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
კუბა დამსვენებლებს კულტურული გაცვლისთვის საოცარ შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, რომელიც არქიტექტურისა და თანამედროვე კულტურის ერთობას წარმოადგენს.
რეიტინგის მეორე და მესამე ადგილი ვიეტნამმა და კუნძულმა სახელმწიფომ მავრიკიმ გაინაწილეს. შემდეგ პოზიციებზე კამბოჯა და ტაილანდი მოხვდნენ.
სამოგზაუროდ საუკეთესო ადგილებად ასევე კაიმანის კუნძულები, მაროკო, აზერბაიჯანი და ნეპალი დასახელდა. ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული დანიშნულებების მეათე ადგილი პოლონეთმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოგზაურების მილიონობით შეფასების შეჯამებით შედგა. ამ შეფასებებს ტურისტები TripAdvisor-ის საიტზე ტოვებენ.