LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი?

37

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის 18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე  ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი,  2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები შენდება. ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონის დაგებისა და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ მონაკვეთზე  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი ხიდი შენდება, რომელიც ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით მოეწყობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,  ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან  აჭარის ტერიტორიაზე ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა გაადვილდება, მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემცირდება.

უწყების ცნობითვე, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

პროექტს  აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209,852,079.67  ლარი.

პროექტს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელებს.

fortuna.ge