LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად რომელ საათზეა კლასიკო: მანამდე მტრები ერთად იქნებიან – ამბები მოკლედ

71
Captureb

„რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელები კლასიკომდე ერთ სასტუმროში ცხოვრობენ.

არბიტრი, რომელიც იმსაჯებს კლასიკოს, არავის უყვარს. მან ორჯერ გააგდო რამოსი, „ბარსა“ კი მასთან ერთად მატჩების 60%-ზე ნაკლებს იგებს.

მესი კლასიკოზე: „ბერნაბეუზე 90 წუთი თანაბარი თამაშია ხოლმე, ბარსელონაში უფრო ჩაკეტილი და რთულია“.

„ბარსელონა“ „მილანს“ 25 მლნ ევროს თხოვს ტოდიბოს სანაცვლოდ და თან პრიორიტეტული გამოსყიდვის უფლება უნდა.

გვარდიოლამ დაადასტურა, რომ არტეტა ჩაიბარებს „არსენალს“.

„ატლეტიკოს“ პრეზიდენტი: „ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც „ლივერპულს“ მოვუგებთ“.

Daily Mail: „ლივერპულმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ძირითადი შემადგენლობა წაიყვანა ფიფას მხრიდან სანქციების შიშით. ინგლისურ გუნდს ნახევარფინალი „მონტერეისთან“ დღეს საღამოს აქვს.

ჯეიდონ სანჩო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ბუნდესლიგაში 22 გოლი გაიატანა.

ტიმო ვერნერმა 18 გოლი გაიტანა 16 ტურში. ის პირველი გერმანელია გერდ მიულერის შემდეგ, რომელმაც ეს მოახერხა.

უეფამ ევროპის ლიგის პლეი-ოფების ბურთი წარადგინა.

 

 

ელ კლასიკოს ყველგან, მთელ მსოფლიოში უყურებენ, თუმცა დროის სარტყელის გამო ზოგს საღამოს უწევს, ზოგს გამთენიისას. ჩვენთან, საქართველოში 23:00 საათზე უწევს. დანარჩენი აგერ თავად ნახეთ:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები