LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მუშაობდა ჟაკლინ კენედი ჯონ კენედისთან ქორწინებამდე – პირველი ლედის შესახებ წიგნი გამოიცემა

941
70754615-446502982616912-2099805971961348096-n

ამერიკელი ისტორიკოსის კარლსფერაცა ანტონის ავტორობით ამერიკის პირველი ლედის ჟაკლინ კენედის ცხოვრების შესახებ წიგნი სახელწოდებით “გოგონა კამერით” 2021 წელს გამოიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა „Gallery Books“ აანონსებს.

წიგნი ჟაკლინის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. მასში შეტანილი იქნება ამერიკული პრესის საარქივო მასალები და ჟაკლინის მეგობრებისა და კოლეგების ინტერვიუები. თუ როგორ გადაწყვიტა 22 წლის ჟაკლინმა მუშაობა დაეწყო ჟურნალ “ვოგში”, სადაც მხოლოდ ერთი დღე იმუშავა, განთავისუფლების მიზეზი კი მოსალოდნელი ქორწინება გახლდათ. რედაქტორმა მას ურჩია ვაშინგტონში დაბრუნებულიყო.

ამის შემდეგ ჟაკლინი მუშაობას Washington Times Herald-ში ადმინისტრატორის თანამდებობაზე იწყებს, ცოტა ხანში კი იგი რედაქტორს თხოვნით მიმართავს, რაიმე უფრო რთული დაავალოს. ასე ხდება იგი ჯერ რეპორტიორი, შემდეგ კი კორესპოდენტი, რომელსაც ანდობდნენ გაეშუქებინა ისეთი მოვლენები, როგორიც იყო ელისაბედ მეორის კორონაცია, პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ინაუგურაცია, ინტერვიუ 6 წლის ტრიშა ნიქსონთან, რიჩარდ ნიქსონთან. ასევე მის მომავალ მეუღლესთან ჯონ ფიცჯერალდ კენედისთან, რომელიც იმ დროისათვის მასაჩუსეტის შტატის სენატორი იყო.

ენტონი ასევე არ აუვლის გვერდს მოკლევადიანი ნიშნობის ისტორიას ჟაკლინსა და უძრავი ქონების მაკლერ ჯონ გრინელ უეტმორ ჰასტედ უმცროსთან. მათი ნიშნობის შესახებ შეტყობინება 1952 წელს, “ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნდა, მაგრამ ორ თვეში ჟაკლინმა ქორწინება ჩაშალა, რადგან მას მიაჩნდა, რომ ჰასტედი „უმწიფარი და მოსაწყენი“ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები