როგორც წესი, ცნობილი ვარსკვლავები სამშობიაროდ საუკეთესო ადგილებს ირჩევენ. ჩვენ შევარჩიეთ 7 ადგილი, რომელიც სხვადასხვა დრო მოხვდა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში სწორედ იმიტომ, რომ აქ მსოფლიო ვარსკვლავები შვილის დაბადებას ელოდნენ.
სამშობიარო სახლი Fondation Lenval’s Santa Maria Clinic ნიცაში მდებარეობს. სწორედ აქ გაჩნდნენ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ტყუპები 2008 წელს, ხოლო გინეკოლოგის ჰონორარმა 25 ათასი ევრო შეადგინა. აქ მშობიარობის ღირებულება 25 ათასი ევროა.
სამშობიარო სახლი Cedars Sinai ლოს-ანჯელესში, სადაც თითქმის ყველა ამერიკელმა ვარსკვლავმა იმშობიარა. მადონა, ბრიტნი სპირსი, მილა იოვოვიჩი, პენელოპა კრუზი, სინდი კროუფორდი და ვიქტორია ბექჰემი სწორედ ამ კლინიკის პაციენტები იყვნენ. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სწორედ ამ კლინიკაში მოევლინა ქვეყანას ქეთა თოფურიას გოგონა ლივიც. ეს ჰოსპიტალი 1966 წელს დაარსდა და ის ზოგადი პროფილისაა. მშობიარობა აქ 21 ათასი დოლარი ღირს, ხოლო ვიპ-პალატა დღეში 2847 დოლარი დაგიჯდებათ.
სამშობიარო სახლი Memorial Regional Hospital ფლორიდაში. შედარებით ხელმისაწვდომი ფასის გამო აქ მშობიარობენ რუსი ვარსკვლავებიც, მათ შორის კრისტინა ორბაკაიტე. მშობიარობის ღირებულება აქ 2285 დოლარია.
სამშობიარო სახლი Portland hospital ლონდონში. სწორედ აქ იმშობიარეს გვინეთ პელთროუმ, კლაუდია შიფერმა, ელიზაბეთ ჰარლიმ და სტელა მაკარტნიმ. მშობიარობის ღირებულება აქ 10 ათასიდან 20 ათას დოლარამდე ჯდება.
სამშობიარო სახლი Hospital Costa del Sol მარბელში. სწორდ ამ კლინიკაში იმშობიარა მელანი გრიფიტმა. რაც ეხება რუს ვარსკვლავებს, ეს სამშობიარო აირჩია ნატალია იონოვა, რომელიც გლუკოზას ფსევდონიმითაა ცნობილი. მშობიარობის ღირებულება ამ კლინიკაში 5 ათასიდან 8 ათას ევრომდეა.
სამშობიარო სახლი Clinique de la Muette პარიზში. სწორდ აქ იმშობიარა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის მეუღლემ, კარლა ბრუნიმ. მშობიარობის ღირებულება აქ 10 ათასი ევროა.
სამშობიარო სახლი Lindo Wing at St Mary’s ლონდონში. სწორედ აქ მოევლინნენ ქვეყანას პრინცი უილიამი და ჰარი. აქვე იმშობიარა ქეით მიდლტონმაც.